2019 წლის 9-10 დეკემბერს აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+-ს ფარგლებში RURD Role of Universities in the Regional Development პროექტის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ხელშეკრულებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონული საჭიროებების მიზნობრივი კვლევა და კვლევის შედეგების შესაბამისად განისაზღვრება უნივერსიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში. პროექტი პირველია ქართულ რელაობაში, რომელიც მოემსახურება რეგიონში უნივერსიტეტის როლის გაზრდას ლიტვის, ესპანეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის გამოცდილების საფუძველზე.

         i (3)_1.jpg  i (2)_0.jpg