შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლის 14 დეკემბრიდან აცხადებს კონკურსს ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტისა და სასწავლო პროცესის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

1.ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი (1 საშტატო ერთეული).

2. სასწავლო პროცესის ასისტენტი (1 საშტატო ერთეული).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

2. გასაუბრება.

არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, შრომითი ხელშეკრულებით.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2019 წლის 16 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით 17:30 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 6 იანვარს (საბუთების განხილვა), 10 იანვარს (გასაუბრება).

1. ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

განათლება:

მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, სპეციალურ განათლებაში ან ოკუპაციურ თერაპიაში და სულ მცირე ერთწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სპეციალურ/ინკლუზიურ განათლებაში ან სსს/შშ მქონე პირთა რეაბილიტაციის/მხარდაჭერის სფეროში ან შშმ პირთათვის განკუთვნილ დღის ცენტრში.

ან მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი (სასურველია სოციალურ მეცნიერებებში), სულ მცირე 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სსს/შშ მქონე პირთა განათლების, რეაბილიტაციის/მხარდაჭერის სფეროში (საჯარო სკოლებში, სპეციალიზებული პროფილის მქონე სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებში, დღის ცენტრებში და სხვა) და გავლილი ტრენინგ-კურსი ინკლუზიურ განათლებაში

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:

– პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;

კომპეტენციები:

დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს შემდეგი პროფესიული კომპეტენციები:

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით (დაკვირვება, ინტერვიუ, არასტანდარტიზებული დავალებები და ა.შ.)

- სხვა სპეციალისტების შეფასებების ჩანაწერების ინტერპრეტაცია/ანალიზი

- ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელების უზრუნველყოფა

- აქტივობის და გარემოს ანალიზი

- სასწავლო/დამხმარე სტრატეგიების შერჩევა

- სასწავლო და პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის გარემოს მორგება/მომზადება

- სასწავლო მასალის ადაპტირება

- გამოწვევი/რთული ქცევის შეფასება/ანალიზი, მართვის გეგმის შემუშავება და ინტერვენციის განხორციელება

- კომუნიკაციური საჭიროების შეფასება და, ინდივიდუალურად მისადაგებული საკომუნიკაციო მიდგომის/ფორმის შერჩევა

- გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა

- ინფორმაციის ზეპირი და წერით ფორმით გამართულად წარმოდგენა

დამატებითი ცოდნა:

- „საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“; „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“. „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“; „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“

სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა

ფუნქციები და მოვალეობები:

ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიულ განათლებაში ჩართვასა და პროფესიული განათლების პროცესში მხარდაჭერას კერძოდ:

- თანამშრომლობს საჯარო სკოლებთან, სსსმ/შშმ პირებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის მენეჯერთან ერთად, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეკრუტირებას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

- უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების კონსულტირებას პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის თაობაზე

- კარიერის დაგეგმვის და პროფესიული ორიენტაციის მენეჯერთან და პროფესიულ მასწავლებელთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა

პროფესიული ინტერესების და წინა პროფესიული უნარ–ჩვევების შეფასებას, პროფესიულ ორიენტაციას და პროფესიულ განათლებაში ტრანზიციას;

- პროფესიულ მასწავლებლებთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით აფასებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, არგებს სასწავლო პროცესსა და გარემოს/საწარმოო პრაქტიკას (მაგ.: სასწავლო მასალის ადაპტირება, გარემოს მორგება, დამატებით მხარდაჭერის გაწევა, გამოცდების მორგება და სხვა); საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტებთან თანმშრომლობით, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტისთვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენას

- აწარმოებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და ბაზებს (მაგალითად პორტფოლიო, დასაქმების ბაზა და სხვა);

- სწავლის პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს უზრუნველყოფს უწყვეტი მხარდაჭერით და უწევს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ კონსულტაციას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებს და სხვა სპეციალისტებს, ასევე, სტუდენტს და მისის ოჯახის წევრებს.

- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ინიცირებს და ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში, დასაქმების ადგილებში, თემში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ და პოპულარიზაციის ხელშემწყობ აქტივობებს და ხელს უწყობს ინკლუზიური კულტურის დანერგვას

- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის მართვისას, მოქმედებს მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით;

- მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების ინდივიდუალური საჭიროებებით განპირობებული დამატებითი/დამხმარე სერვისების და მატერიალური და ადამიანური რესურსის განსაზღვრის პროცესში და დაწესებულების ადმინისტრაციას აწვდის ინფორმაციას საჭირო მხარდაჭერის თაობაზე;

- თანამშრომლობს დაწესებულების სხვა სპეციალისტებთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიულ განათლებაში მიღების პროცესში;

- აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდების წევრებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვისა და პროფესიული განათლების უზრუნველყოფის პროცესში;

- მონაწილეობს დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით აქტივობების/სტრატეგიის შემუშავებაში;

- პროფესიული სასწავლებლის სხვა სპეციალისტებთან, პოტენციურ დამსაქმებელთან და სხვადასხვა დაკავშირებულ უწყებასთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ადვოკატირება, დამსაქმებლის კონსულტირება და სხვა);

- მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაგეგმილ პროფესიული განვითარების ტრენინგებში/სამუშაო შეხვედრებში და ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერ აქტივობებში/ღონისძიებებში.

Ø წარმოსადგენი დოკუმენტაცია

– ავტობიოგრაფია/რეზიუმე

– სამოტივაციო წერილი

– 2 რეკომენდატორი და საკონტაქტო ინფორმაცია

– პირადობის მოწმობის ასლი

– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი)

– კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები

2. სასწავლო პროცესის ასისტენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი ფსიქოლოგიის, სპეციალური განათლების, რეაბილიტაციის ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში.

სასურველი პროფესია: სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება სპეციალური/ინკლუზიური განათლების ან სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის სფეროში (საჯარო სკოლაში, სპეციალიზებული პროფილის მქონე სკოლაში, დღის ცენტრში, რეაბილიტაციის ცენტრში) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

შემდეგი დოკუმენტების ცოდნა: ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“,; „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“.

სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა

დამატებითი ინფორმაცია

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:

- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე /შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;

- პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

- გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

- გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიურ განათლების სფეროში;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ფუნქციური უნარების შეფასების და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;

 წარმოსადგენი დოკუმენტაცია

– ავტობიოგრაფია

– სამოტივაციო წერილი

– სარეკომენდაციო წერილი წინარე დასაქმების ადგილიდან (სასურველია)

– პირადობის მოწმობის ასლი

– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი)

– კვალიფიკაციის და/ან კომპეტენციების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა განათლების მხარდაჭერა, როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების დროს, ასევე, სამეწარმეო პრაქტიკის განხორციელებისას.

კერძოდ, სასწავლო პროცესის ასისტენტი:

- მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა/სტუდენტთა შეფასების და დოკუმენტაციის წარმოების პროცესში;

- საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს სსსმ პირის პროფესიული ორიენტაციის უზრუნველყოფის და პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის პროცესში.

- აწარმოებს სტუდენტის ჩართულობაზე დაკვირვებას სასწავლო პროცესის და საწარმოო პრაქტიკის დროს და ახდენს დაკვირვების მონაცემების დოკუმენტირებასა და ანალიზს;

- ინკლუზიური განათლების სპეციალისტთან თანამშრომლობით/შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს სასწავლო და სამუშაო მასალის ადაპტირებას სტუდენტის სასწავლო და თვით-მოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;

- აფასებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის/პარტნიორი კომპანიის გარემოს და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს გეგმას/რეკომენდაციებს საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად;

- მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების პროცესში;

- მონაწილეობს სსსმ სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

- მუშაობს სსსმ და შშმ სტუდენტთან სწავლასთან და დამოუკიდებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული უნარების გაძლიერების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, უწევს პრაქტიკულ მხარდაჭერას (დახმარებას) სასწავლო/პრაქტიკის

პროცესთან და ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული აქტივობების დროს;

- თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდების წევრებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვისა და პროფესიული განათლების უზრუნველყოფის პროცესში;

- თანამშრომლობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებთან, სხვა სპეციალისტებთან, სტუდენტების ოჯახის წევრებთან და მოქმედებს გუნდური მიდგომით;

- დაწესებულების სხვა სპეციალისტებთან ერთად გეგმავს და მონაწილეობს ინკლუზიური პროფესიული განათლების პოპულარიზაციის და საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციაში/პარტნიორ კომპანიაში ინკლუზიური კულტურის დანერგვის პროცესში;

- სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით, მონაწილეობს სსსმ/შშმ სტუდენტის დასაქმების მხარდამჭერ ღონისძიებებში;

- მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაგეგმილ პროფესიული განვითარების ტრენინგებში/სამუშაო შეხვედრებში და ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერ აქტივობებში/ღონისძიებებში.