შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის " წარმომადგენლები საუნივერსიტეტო საზოგადოებას შეხვდა. მსმენელებს მიესალმა „კავკასიური სახლის“ თანამშრომელი და „სახალხო უნივერსიტეტის“ კონსულტანტი მიხეილ ბეროშვილი. მან ისაუბრა "სახალხო უნივერსიტეტის" შინაარსსა და მიზნებზე და აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონის, აქ მცხოვრები ხალხის ისტორიის, კულტურის, ქართულ - კავკასიური ურთიერთობების კვლევას სამშვიდობო სივრცის შესაქმნელად რეგიონში, სადაც უკვე მერამდენე წელია მეტად რთული და მტკივნეული საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. პროექტის კურსდამთავრებულთათვის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის შემდეგ მომავალ გეგმებსა და თანამშრომლობაზე აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს ესაუბრა პროექტის კოორდინატორი თამარ უჯუხუ.

ახალგაზრდებმა შეაფასეს განვლილ სასწავლო წელს ჩატარებული ლექციები, გამოხატეს თავიანთ შეხედულებები. დასასრულს, თამარ უჯუხაძემ მადლობა გადაუხადა  უნივერსიტეტის რექტორს თანადგომისათვის.

 

 

 

        79363926_2674145956195558_4352811473160896512_o.jpg   79352276_2674145759528911_3173673604143382528_o.jpg

        79965447_2674146266195527_1313511233747419136_o.jpg  80201071_2674144882862332_2817992025033408512_o.jpg