2020 წლის 21-22 იანვარს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი INTEGRITY „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში შედგა კონსორციუმის შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიღწევები, პლაგიატის პროგრამის Turnitin-ის ეფექტურობის საკითხები, პროგრამის სიცოცხლისუნარიანობის მიზნით დაისახა სამომავლო გეგმები. Erasmus+-ს ფარგლებში განხორციელებული ზემოაღნიშნული პროექტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმატებით ემსახურება უნივერსიტეტში აკადემიური კეთლსინდისიერების ამაღლების საქმეს.