შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ბიოლოგოიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით აცხადებს  სასერთიფიკატო სასწავლო ტრენინგ- კურსს - „პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ჯგუფური სერტიფიცირება ბიო/ორგანული და/ან UTZ ხარისხის სტანდარტების  მიხედვით“.

კურსის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტებირომლებიც შეძლებენ მართონ  ფერმერთა ჯგუფური სერტიფიცირების სისტემა და განახორციელონ ინსპექტირება ბიო/ორგანული და UTZ ხარისხის სტანდარტების  მიხედვით. სასწავლო კურსის მსმენელები დაეუფლებიან ცოდნას:

  • სურსათისა და სოფლის მეურნეობაში მოქმედი  ხარისხისა და უვნებლობის ძირითადი სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემების შესახებ;
  • ბიოსერტიფიცირების სტანდარტის მოთხოვნების შესახებ მემცენარეობისა და პროდუქტის გადამუშავებისათვის;
  • თხილის წარმოებაში მოქმედი UTZ სტანდარტების შესახებ;
  • ფერმერთა ჯგუფური სერტიფიცირების ორგანიზების შესახებ ბიო/ორგანული და UTZ ხარისხის სტანდარტების  მიხედვით.

            კურსი ჩატარდება 2020 წლის თებერვალში (სულ 8 სალექციო დღე, 24 საკონტაქტო საათი, მათ შორის გამოცდა). სავარაუდო სალექციო თარიღები:

  • ორშაბათი, 10 თებერვალი - ხუთაბათი, 13 თებერვალი
  • ორშაბათი, 24 თებერვალი - ხუთაბათი, 27 თებერვალი

მონაწილეობა შეუძლიათ ბიო/ორგანული და/ან UTZ ხარისხის სტანდარტების მიხედვით პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ჯგუფური სერტიფიცირების საკითხებით დაინტერესებულ პირებს (ინსპექტორად გახდომის პერსპექტივით):

  • ასაკი - 18-50 წელი;
  • განათლება - სასურველია უმაღლესი ან პროფესიული აგრონომული განათლება;
  •  სამუშაო გამოცდილება - პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, სასურველია თხილის წარმოებაში;
  • უნარები - კომუნიკაციის კარგი უნარი, პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა, ქართულ ენაზე წერილობით აზრის გადმოცემის კარგი უნარი, დეტალებისათვის ყურადღების მიქცევის უნარი;
  • გეოგრაფიული არეალი - სამეგრელო, ასევე, დამატებით, იმერეთი და გურია.

კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადების გადარჩევის (ქულების მინიჭების) საფუძველზე, კომისიის მიერ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია  დამატებით დაინიშნოს გასაუბრება.

მონაწილეების მსურველებმა 2020 წლის 5 თებერვლის ჩათვლით  უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა https://docs.google.com/forms/d/1APp5DzF9fKBT8sMNr0w84pl196WhoxSzjX0Mn58Myws/edit

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტით:  mananasamushia@zssu.edu.ge