სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 23 იანვარს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან ერთად გასვლითი ღონისძიება გაიმართა, აქტივობის მიზანი იყო სტუდენტებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სამეგრელოში არსებული მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში ბოტანიკოსმა, ქალბატონმა ლარისა თირქიამ ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო ბოტანიკურ ბაღში არსებული სხადასხვა სახეობის ხე -მცენარები და ესაუბრა მათ ისტორიაზე.