შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2020 წლის 24 იანვრიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

1. ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ასოცირებული პროფესორი (აფილირებული (ფარმაციის დოქტორი)) - 1 საშტატო ერთეული;

2.ისტორიის საგანმანათებლო პროგრამაზე :

ასოცირებული პროფესორი - (აფილირებული (მსოფლიო ისტორია)-1 საშტატო ერთეული .

3. ,,ქართული ფილოლოგიის“ საბაკალავრო, ქართული ლიტერატურის ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (აფილირებული (უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია).

4. ,,საჯარო მმართველობის“, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და მცირე ბიზნესის მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ასოცირებული პროფესორი- (აფილირებული (მაკროეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა) აფილირებული - 1 საშტატო ერთეული.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

2. გასაუბრება.

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2020 წლის 26 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 11 მარტს, (საბუთების განხილვა), 13 მარტს (გასაუბრება).