1. 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 05 თებერვლის 18.00საათამდე.

2. 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 24 თებერვლამდე (ჩათვლით).

3. სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ დასკვნების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2019-2020 სასწავლო წლის 29 თებერვლამდე (ჩათვლით).

4. 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციისა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 22 იანვრიოდან 18 თებერვლის ჩათვლით.

5. აღნიშნული სტუდენტებისთვის გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ დასკვნების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა მიმდინარე სასწავლო წლის 18 თებერვლამდე (ჩათვლით).

6. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის პროექტი გაფორმდეს და აისახოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2019-2020 სასწავლო წლის 20 თებერვლამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ 591 32 42 42

568 855 661

ან მიმართეთ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, (ოთახი 114)