შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,

2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,

3. ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი),

4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)

5. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,

7. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი,

8. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge)რეგისტრაცია შესაძლებელის 2020 წლის 22 იანვრიდან 05 თებერვლის 18 საათამდე.

რეგისტრაციისა და პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადაა 2020 წლის 22 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით.

ცნობისთვის დარეკეთ: 568 85 56 61;

591 32 42 42.