22 ივნისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ევროჩაილდის" საქართველოს ფილიალის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებთან. მან ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე, ბავშვებზე ზრუნვის სისტემის რეფორმებზე საქართველოში და "მინდობით აღზრდის" საკითხებზე.