USAID/Zrda-ს და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ერთობლივი პროექტის - „რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამის“ შედეგების წარდგენა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა!

2019 წლიდან CTC, USAID/Zrda-სთან თანამშრომლობით მჭიდროდ მუშაობს პროფესიული განათლების ოთხ რეგიონულ სასწავლებელთან, მათ შორის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, ახმეტის, გორისა და ახალციის საზოგადოევრივ კოლეჯებთან, რათა განავითაროს და დანერგოს სასერტიფიკატო ტრენინგ-კური ტურისტული გიდების მოსამზადებლად.

კურსის მიზანია, ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდის მომზადებით, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენისა და ზრდის ხელშეწყობა. კურსი მიმართულია ხელი შეუწყოს ადგილებზე იმ უნარების გაუმჯობესებას, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნას.

 

       86173775_1275165786002397_4876307186986254336_o.jpg  86171346_205789804153736_2280158829905707008_n.jpg

       86190873_1275165866002389_1647299401749626880_o.jpg  86353066_1275165652669077_2227031218325553152_o.jpg