მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ის წარმომადგენლების  საინფორმაციო შეხვედრა  სტუდენტებთან თემაზე: ,,ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები". (IOM) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას მიგრაციის სფეროში. ის 1951 წელს დაარსდა და მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს. საქართველოში IOM 1993 წლიდან მუშაობს. ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში IOM სახელმწიფო სააგენტოების და მიგრანტების მხარდასაჭერად მრავალ საქმიანობას ახორციელებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს საქართველოს საზღვრის დაცვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის და  უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობების ხელშესაწყობად პოტენციური მიგრანტების ინფორმირების მიმართულებით.

   

          87073245_647652925999756_463805400806850560_n_0.jpg    87290068_190604772159642_6345643076932861952_n.jpg