როგორც თქვენთვის ცნობილია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიმდინარე წლის 1 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მ/წლის 16 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდში სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებამდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. გამოყენებულია ელექტრონული სწავლების ონლაინ პლატფორმა Google Classroom. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემები (LMS - სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა - სავალდებულო და სხვა დამატებით: Moodle - საერთაშორისო სასწავლო ღია პლატფორმა, Facebook group ჯგუფების შექმნა, ელექტრონული ფოსტები ( G suite), Google Meet, Zoom).

სასწავლო პროცესის გეგმა და მასალა ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია LMS პორტალზე.

ვინაიდან სწავლების ეს მეთოდი ინერგება, სიახლეა, სასწავლო პროცესში შეიძლება გამოვლინდეს ხარვეზები (მათ შორის მნიშვნელოვანი - ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემა).

მოგმართავთ თხოვნით: ეფექტური სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნით სასწრაფოდ საჭიროა პრობლემების იდენტიფიკაცია, საჭიროებების დადგენა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რაშიც მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა.

გთხოვთ, დაგვიდასტურეთ თქვენი მონაწილეობა უკუკავშირებით სასწავლო მასალებზე წვდომასთან მიმართებით, მინიმუმ ერთი კომენტარით LMS-ზე ( მაგ.: გავეცანი, მივიღე, მოგესალმებით, ჯანმრთელობას გისურვებთ, მენატრებით, სხვადასხვა ემოციის გამომხატველი ნიშნებით და სხვა). კომენტარი არ გააიგივოთ დავალების შესრულების თარიღთან. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგეხმიანებათ : კურატორები, სასწავლო კურსების ხელმძღვანელები, სტუდენტური მომსახურების ცენტრის, ფაკულტეტის, უწყვეტი განათლების მომსახურების ცენტრის ადმინისტრაცია.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!