28 ივნისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – "სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი რესურსის გეოთერმული წყლის გამოყენების პროექტის შემუშავება სათბურის გაზების შემცირებისა და კერძო მეწარმეობის განვითარებისათვის“ – ოფიციალური დახურვა. შეხვედრა გახსნა სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა სრულმა პროფესორმა თეონა ხუფენიამ. პროექტის მნიშვნელობაზე და შედეგებზე ისაუბრეს პროქტის სამეცნირო ხელმძღვანელმა გეოგრაფიის დოქტორმა ქეთევან ლატარიამ, პროექტის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის დოქტორმა ლელა გვასალიამ და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა ლატარიამ. პროექტის შედეგები დადებითად შეაფასეს ექსპერტებმა აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ოთარ შაუთიძემ და პროფესორმა მურმან ქებურიამ.