პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2020 წლის მიღებაზე 20 მაისიდან დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტები რეგისტრაციას სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ ვებგვერდზე – www.vet.emis.ge შეძლებენ. პროფესიული ტესტირება ჩატარდება სექტემბერში.

     სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ზუგდიდის ბაზაზე:

  1. ,,საექთნო საქმის“ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 წელი.  გამოცხადებულია 14 ადგილი.
  2. ,,ბუღალტრული აღრიცხვის“ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 2 წელი. გამოცხადებულია 12 ადგილი.
  3. ,,საოფისე საქმის“ საშუალო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 1,5 წელი. გამოცხადებულია 20 ადგილი.
  4. ,,საფინანსო სერვისების“ საბაზო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა საბაზო განათლება, აპლიკანტის მინიმალური ასაკი-17 წელი. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 1,5 წელი. გამოცხადებულია 20 ადგილი.
  5. ,,ელექტროობის“ საბაზო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა საბაზო განათლება, სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ  10 თვე.გამოცხადებულია 15 ადგილი.

,,შედუღების“ საბაზო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა საბაზო განათლება, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ფორმა №100. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 8 თვე წელი.გამოცხადებულია 15 ადგილი.

სენაკის ბაზაზე:

  1. ,,საექთნო საქმის“ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 წელი.  გამოცხადებულია 14 ადგილი.
  2. ,,ბუღალტრული აღრიცხვის“ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 2 წელი. გამოცხადებულია 15 ადგილი.
  3. ,,საოფისე საქმის“ საშუალო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 1,5 წელი. გამოცხადებულია 20 ადგილი.
  4. ,,საფინანსო სერვისების“ საბაზო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა საბაზო განათლება, აპლიკანტის მინიმალური ასაკი-17 წელი. სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 1,5 წელი. გამოცხადებულია 20 ადგილი.
  5. ,,ელექტროობის“ საბაზო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა საბაზო განათლება, სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ  10 თვე. გამოცხადებულია 15 ადგილი.
  6. ,,მებოსტნეობის“ საბაზო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა საბაზო განათლება,  სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 წელი.გამოცხადებულია 10 ადგილი.
  7. ,,მეფუტკრეობის“ საბაზო კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა საბაზო განათლება,  სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 წელი.გამოცხადებულია 10 ადგილი.
  8. ,,ვეტერინარიის“ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მიღების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება,  სწავლის ხანგრძლივობა მინიმუმ 2,5  წელი.გამოცხადებულია 15 ადგილი.

აპლიკანტებმა სურვილის შემთხვევაში უნდა შეავსონ  განაცხადის ფორმა  შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/18vw-6S9nHo8fhp580qzJ-nFoqY0gbmoQM82d1THNAJs/edit

შესაძლებლობის შემთხვევაში სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, პირადი დოკუმენტაცია გთხოვთ .გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: mananasamushia@zssu.edu.ge .

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი,
  • დევნილის ან სოციალურად დაუცველის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები

 არასრულწლოვანი ან სსსმ/შშმ პირების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის ან კანონიერი წრამომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები.

დაიმახსოვრეთ!!!

 დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე სასწავლო უნივერსიტეტში აპლიკანტთა ჩარიცხვა არ განხორციელდება !!!

ყურადღება! !!

სასწავლო უნივერსიტეტი  2020 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, აპლიკანტთა რეგისტრაციის პარალელურად, გეგმავს  დაიმატოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები,  რომელზეც  სურვილისამებრ აპლიკანტები რეგისტრაციას განახორციელებენ 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. შესაბამისად, თვალყური მიადევნეთ ცვლილებებს  სასწავლო უნივერსიტეტის მიერ აპლიკანტთა რეგისტრაციისთვის გამოცხადებულ პროგრამებს.

აუცილებელია შექმნათ პირადი მომხარებელი და პაროლი, გაიაროთ სისტემაში ავტორიზაცია და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. ელექტრონული რეგისტრაციის სახელმძღვანელოთ იხილეთ ბმულზე: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf

  • რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია პროფესიული ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ;
  • პროფესიული ტესტირების ჩანიშვნამდე აპლიკანტებს შეუძლიათ თვალი გადაავლონ და იხელმძღვანელონ ქვემოთ მოცემული გასული წლების პროფესიული პროგრამების ტესტების ნიმუშებით. ​იხ.ლინკი: https://edu.aris.ge/news/2015-2016-wlis-profesiuli-programebisatvis-testirebis-nimushebi.html
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ასევე იხელმძღვანელონ გასული წლების საგამოცდო პროგრამებით. (იხ.ლინკი: https://edu.aris.ge/news/category/exams/vocationaltesting/vetprograms)

     წელს პირველად საბაზო (ცხრა კლასი) განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე ავტორიზებულ  ზოგადი განათლების კომპონენტებთან  ინტეგრირებულ ,, დეკორატიული მებაღეობის“ საშუალო კვალიფიკაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის დამთავრების შემდეგ   აპლიკანტები მიიღებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენთტან/ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიულ დიპლომს სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

   ამასთან,  ცნობილია რომ აპლიკანთა ჩარიცხვის წესში მიმდინარეობს ცვლილებების ასახვა, რომლის საფუძველზეც  შემუშავდება პირის დაწესებულებaში  ჩარიცხვის ახალი მიდგომები, მათ შორის ცნობილია რომ იმ პროფესიულ პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული პროფესიული ტესტირების გარეშე,  სასწავლო უნივერსიტეტის შიდა შერჩევის გზით.