4 ივნისს, 16:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერში  მხარეთმცოდნეობითი გაკვეთილების რუბრიკაში წარდგება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფოლკლორისტი. ბელა მოსია...

 ქალბატონი ბელა ISFNR მსოფლიო ფოლკლორისტთა საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრია 2013 წლიდან. ასევე რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის BNN committee წევრი,

არა ერთი საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციისა და სიმპოზიუმის, ფოლკლორისტთა კონგრესის მონაწილე ბოლო 7 წლის განმავლობაში.

ბელა მოსია გახლავთ 2 მონოგრაფიისა და 35-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ბელა მოსიას ინტერესების სფეროა: ფოლკლორულ -რელიგიური ასპექტები და ხალხური აზროვნება, სიმბოლოები და რწმენა-წარმოდგენები. ის არის არა ერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტის ორგანიზატორი.

ქალბატონი ბელას მიერ წარმოდგენილი თემა - „რწმენა-წარმოდგენების უნიკალური სულიერი მასალები ქართულ ფოლკლორში“ ეხება მეგრული რწმენა-წარმოდგენების წიაღში დაცულ უნიკალურ სულიერ მასალებს, სხვადასხვა კალენდარული თუ არაკალენდარული დღესასწაულების ირგვლივ შემონახულ რიტუალებსა და რწმენ- წარმოდგენებს, მათ შორის ახალი წლისა და შობის დღესასწაულებისადმი მიძღვნილ რიტუალებს, წარმოდგენებს(ჩიჩილაკი და მისი ატრიბუტები, საშობაო ღორის დაკვლის ტრადიციები). გარდაცვლილთა სულის პატივისცემისადმი მიძღვნილ რიტუალებსა და მათ სიმბოლურ მნიშვნელობას მეგრულ და საერთო ქართველურ მაგალითებზე დაყრდნობით. საუბრისას განიხილება ეროვნული და საერთაშორისო სახე-სიმბოლოები და მათთან დაკავშირებული ფოლკლორული თეორიები.

დაესწარი „მხარეთმცოდნეობით გაკვეთილებს“ ჩვენს პირდაპირ ეთერში, მოისმინე საინტერესო საუბარი ჩვენი კუთხის ისტორიაზე, დასვი შეკითხვები, მოგვწერე კომენტარები!