შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო  2020 წლის  3 ივლისიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  ვაკანტური  ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.    

 ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი,  რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ  თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება     

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია/CV.

4. ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა.

5. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.

6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

7. ორი ფოტოსურათი 3/4.

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2020 წლის 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს  ჩათვლით  17:30  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2020 წლის  14 აგვისტოს  (საბუთების განხილვა), 15 აგვისტოს (გასაუბრება).