შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ რიგგარეშე მობილობას

მიმდინარეობს საიტის განახლება

რიგგარეშე მობილობა  შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის.

გაცნობებთ რომ, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 და 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 23 ივნისის  N 508523  კორესპონდენციის საფუძველზე, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის  2020 წლის 26 ივნისის N1.1/64 ბრძანებით განისაზღვრა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რიგგარეშე მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამა), სამართალი, ფარმაცია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ისტორია.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა: მცირე ბიზნესის მართვა

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ:   591324242