ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 2020 წლის  13 ივლისიდან განახლდება

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯებში სწავლა შეწყდა. ივნისის თვიდან კი პროფესიული პროგრამების მხოლოდ ერთი ნაწილი განახლდა დისტანციურ რეჟიმში.

ჯანდაცვის რეკომენდაციის შესაბამისად უნივერსიტეტში პირები დაიშვებიან მხოლოდ პირბადით.