9 ივლისს შოთა მესიხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქ-ნ თამარ ქიტიაშვილი. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის როლს რეგიონში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის,  პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სიახლეების ახალი სტანდარტების დანერგვის კუთხით.  აღინიშნა  მიმდინარე სიახლე  - უნივერსიტეტში განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით. აღნიშნული პროგრმა გამორჩეულია იმით, რომ დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული მიიღებს საშუალო განათლებასთან გათანაბრებულ დიპლომს, რაც თავის მხრივ იძლევა უმაღლეს საგანმანათლებლო  პროგრამებზე სწავლის გაგრძლების საშულებას.

პროგრამები განხორციელდება უნივერსიტეტის ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე.