შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით დაგეგმა ღია კარის დღე სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (ე.წ. დუალური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით.  დუალური მიდგომით სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ორ ადგილზე-თეორიული სწავლება განხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკული სწავლება გადაინაცვლებს დამსაქმებლებთან (ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი), პროფესიული სტუდენტი სწავლების პირველივე ეტაპიდან  ერთვება სამუშაო პროცესში და იღებს სტიპენდიას. 

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს დუალურ  პროფესიულ პროგრამაზე დეკორატიული მებაღეობის მიმართულებით 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, გაიაროს გასაუბრება  სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით,  ისწავლოს   სახელმწიფოს სრული დაფინანსებით , ჩაერთოს სამუშაო პროცესში სწავლების პარარელურად  და მიიღოს სტიპენდია პარტნიორი კომპანიისგან. 

ღია კარის დღე გაიმართება 2020 წლის 31 ივლისს. 14:00 საათზე.

მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.N14, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

P.S გთხოვთ დაინტერესებული პირები ღია კარის დღეზე გამოცხადდეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად  პირბადეებით.