2020 წლის 27 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა USAID  საბაზისო განათლების პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროექტის მენეჯერები, პროექტის ფარგლებში შერჩეული ტრენერები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.  შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის მისიაზე და მისიის ფარლებში განათლების მიმართულებით უნივერსიტეტში გასატარებელი ღონისძიებებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის მნიშვნელობის შესახებ,   წარმატება უსურვა პროექტს და გამოხატა სრული მხარდაჭერა  მის განსახორციელებლად. პროექტის შესახებ დეტალური  პრეზენტაცია წარადგინა  USAID საბაზისო განათლების პროგრამის ზსსუ კოორდინატორმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა  დალი ბერანძემ. შეხვედრა მონაწილეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

        116340358_698731234303584_5549791501369088955_n.jpg   116252705_626540617978605_2459086127048162121_n.jpg

        116262434_3572813562752704_184087606776045797_n.jpg  116259995_3290854640978678_5468579105789846703_n.jpg

        116306185_3235197776503348_4050517144197196128_n.jpg  116342626_331279884552244_7698073043655755933_n.jpg