2020 წლის 31 ივლისს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის. ღონისძიება ზსსუ-ს რექტორმა გახსნა და ისაუბრა პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე, უნივერსიტეტის როლზე რეგიონში პროფესიული განათლების მხარდაჭერის  ნაწილში. ღონისძიებას ესწრებოდნენ დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები საჯარო სკოლის დირექტორები, პროფესიულ პროგრამაზე  სწავლით დაინტერესებული პირები. უნივერსიტეტში მიმდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებაზე  ამომწურავად ისაუბრა   განათლების ოფიცერმა, ნიკოლოზ მესხიშვილმა და  ზსსუ-ს პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროსმა.

პროფესიულ პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ: 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს რეგისტრაცია მოდულურ, დუალურ და ინტეგრირებულ პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამებზე .

        116348898_222004119022679_8295352334769711_n.jpg  116377701_619504805631122_2562781143867645905_n.jpg