შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა  სხვა პროფესიულ პროგრამებთან ერთად დამატებით მოიპოვა უფლება განახორციელოს: ზუგდიდის ბაზაზე - ფარმაცია, სკოლამდელი აღზრდა, რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, პირის ღრუს ჰიგიენისტი, ბიბლიოთეკარი, კომპიუტერული ქსელი და სისტემები.

სენაკის ბაზაზე: ფარმაცია, სკოლამდელი აღზრდა, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ბიბლიოთეკარი, ფერმერობა.....

ზემოაღნიშნული პროგრამებიდან 5 განხორციელდება ინტეგრირებული სწავლებით. ეს ნიშნავს იმას რომ 9 კლასდამთავრებული პირი ამ პროგრამების დასრულების შემდეგ მიიღებს დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სრულ ზოგად განათლებასთან...

რეგისტრაცია პროგრამებზე განხორციელდება 10 აგვისტოს ჩათვლით.

აპლიკანტებს წარმატებებს გისურვებთ