შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: საბაკალავრო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება-30 ადგილი, სამართალი - 15 ადგილი, ფარმაცია - 7 ადგილი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი საჯარო მმართველობა - 30 ადგილი (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა) ქართული ფილოლოგია - 5 ადგილი (პრიორიტეტული/ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა) ისტორია - 5 ადგილი (პრიორიტეტული/ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა) ინგლისური ფილოლოგია - 5 ადგილი (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა) სამაგისტრო პროგრამები: მცირე ბიზნესის მართვა - 5 ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორია - 3 ადგილი. ყველა პროგრამა აკრედიტებულია. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა დასრულდება 2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 სთ - ზე. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 1. განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე 2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი, 3. ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი), 4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,) 5. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები, 7. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის), 8. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები. მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე https://students.emis.ge/

ცნობისთვის დარეკეთ: 568 85 56 61; 591 32 42 42.