2020 წლის 27 აგვისტოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და სპეციალისტებთან ერთად დაესწრო ევროკავშირის EURASHEს-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარს: “Quality in Work-Based Learning: the way to maximize the value of Professional Higher Education” „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების როლის გაზრდა პროფესიულ უმაღლეს განათლებაში“. ვებინარის ფარგლებში იყო საშუალება მონაწილეებს ონლაინ მიეღოთ მონაწილეობა გამოკითხვებში თუ როგორია პროფესიული უმაღლესი განათლების გამოცდილება თავიანთ უსდ-ებში და ასევე რამდენად არიან ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვისკენ. ვებინარის პანელის მომხსენებლებმა წარმოადგინეს კონკრეტული ევროპული უსდ-ების გამოცდილება (გერმანია, ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, ჩეხეთი). ასევე განიხილეს პარტნიორებისა და უსდ-ების როლი ამ ტიპის სწავლების დანერგვის საქმეში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს უსდ-ების მესამე ფუნქციის გაძლიერებას.