2020 წლის 18 აგვისტოს ზსსუ - მ USAID - ის საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი თეონა ხუფენია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, პროგრამაში ჩართულმა პირებმა,ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. სტუმრები, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციისა და პროგრამის წარმომადგენლების გარდა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სკოლის შემდგომი პროგრამის „მომავლის თაობის“ ორგანიზებაში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრა მიზნად ისახავდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობას.USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა და 4 წელი გაგრძელდება. საერთო ჯამში, პროგრამაში ქვეყნის 8 უნივერსიტეტი და 2 არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული.

          20200818_155042.jpg   20200818_155152_0.jpg

          20200818_155109.jpg  117833776_323578019000000_4149089951032773030_n.jpg