შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2020 წლის  16 აგვისტოდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად                                                                                                                      

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:                                                 

1. ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა)  პროფესორი  (ფარმაციის დოქტორი)) - 1 საშტატო ერთეული;

ბ) ასოცირებული პროფესორი  (ფარმაციის დოქტორი)) - 1 საშტატო ერთეული;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.   

 პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

      აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2020 წლის  17 სექტემბრიდან 2020 წლის  23 სექტემბრის  ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 25 სექტემბერს, (საბუთების განხილვა), 2020 წლის 26 სექტემბერს (გასაუბრება).