წიგნების თაროს ახალი, მე-5 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია 7 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. კოვიდ ინფექციით გამოწვეული პანდემიის გამო, ზოგიერთ უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო და ბევრმა სტუდენტმა ვერ მოასწრო დარეგისტრირება, „წიგნების თარო“ ითვალისწინებს სტუდენტების ინტერესებს და სარეგისტრაციო პერიოდს ახანგრძლივებს.

ლიტერატურულ შოუში ბაკალავრიატის  სტუდენტებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამარჯვებული გუნდი კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.
გუნდი უნდა შედგებოდეს 3 მონაწილესგან.
სარეგისტრაციო განაცხადი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
https://registracia.wignebistaro.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
+995 598491956 - ანი
+995 555387592 - ანი
+995 599054499 - დათო