იმ პირთა საყურადღებოდ, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ,, ოკუპირებულ ტერიტორიაზე’’, მიიღეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრაძანებით ჩაირიცხნენ ეროვნული გამოცდების გარეშე, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, როგორც დისტანციურად ისე არადისტანციურად , კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით , საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

· სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

· ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

· სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

· უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საკონტაქტო ნომერი- 595097214

568876585