გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN YoungProfessionals Program - YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა დამიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში.ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: განაცხადის წარდგენა, ორ-ეტაპიანი ონლაინ გამოცდა და გასაუბრება. ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებითგაივლიან განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროსშესაბამის ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზაგამოიყენებაგაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.მონაწილე ქვეყნების სია წლიდან წლამდე იცვლება. 2015 წლის შემდეგ, გაეროსგადაწყვეტილებით, წელს საქართველო კვლავ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში.

მონაწილეობის კრიტერიუმები: ონლაინ გამოცდები ჩატარდება მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან გამოცდის საგნის შესაბამისი მინიმუმ 3 წლიანი აკადემიური ხარისხი. განმცხადებლების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს და ისინი თავისუფლადუნდა ფლობდნენ ინგლისურ და/ან ფრანგულ ენებს. გაეროს საჭიროებიდან გამომდინარე, YPP გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ სხვადასხვა მიმართულებით.

2020 წლის საგამოცდო მიმართულებებია:

1) მართვა და ადმინისტრირება;

2) გლობალური კომუნიკაციები;

3) პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები.

მიმდინარე წელს განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

განაცხადის წარდგენა:

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს გაერო-ს დასაქმების პლატფორმის მეშვეობით: careers.un.org /inspira.un.org

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ: · YPP Communications toolkit: https://hr.un.org/page/ypp-2020-communications-toolkit · YPP page on the UN Careers Portal - https://careers.un.org/ypp

· UN Careers social media: o facebook.com/un.careers