საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსში და მის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვება მოიპოვა. პროექტის სახელწოდება – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ – ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ („Science is the Captain, and practice the soldiers”) არის ინსპირირებული.

პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში 2020 წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი და ახალციხე) ევროპის 30 ქვეყნის 160-ზე მეტ ქალაქთან ერთად, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და რაც მთავარია, შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი სხვა აქტივობებთან ერთად, ითვალისწინებს მეცნიერების თემაზე მოთხრობების კონკურსს O Captain! My Captain our Scientific trip here starts“ (სამუშაო თარგმანი: „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“). ზემოთ აღნიშნული კონკურსის განმახორციელებლად სამინისტროსთან ერთად განსაზღვრულია მწერალთა სახლი მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევის და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს. კონკურსის მონაწილეებს ევალებათ შექმნან ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა) სამეცნიერო თემატიკაზე. ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია. დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს:

I ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1875 ლარის ოდენობით;

II ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარის ოდენობით;

III ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან “ევროპელ მკვლევართა ღამის” გახსნის ცერემონიაზე,

27 ნოემბერს. კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა გაგზავნონ ელექტრონულად (MS

word დოკუმენტით) მეილზე: contest@writershouse.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მწერალთა სახლის ვებგვერდზე

(http://writershouse.ge/geo/new/1506).