საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 15 ოქტომბრის „2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 04 სექტემბრის N778305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ MES 6 20 0000992045 და ზსსუ რექტორის 2020 წლის 18 ოქტომბრის 01-01/59 ბრძანებების საფუძელზე

ცვლილება შევიდა სასწავლო პოცესის ვადებში, კერძოდ:

1. 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი წარიმართება სწავლების შერეული - დისტანციური და არადისტანციურ/პირისპირ სწავლების ფორმით.

2. 2020 წლის 19 ოქტომბრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი განხორციელდება პირისპირ სწავლებისა და დისტანციური სწავლების კომბინაციით: პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები წარიმართება არადისტანციურ რეჟიმში, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში ან/და ფაკულტეტის საბჭოს დადგენილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით

სტუდენტები ვალდებულები არიან გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და თან იქონიონ პირბადეები.