საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციამ, Together Moving Forward საგრანტო პროექტის ფარგლებში დაიწყო აქტივობების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესაძლებლობების გაძლიერებას.პროექტის ფარგლებში, მოხდება რეგიონების მიხედვით (იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი) იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული ტრეინინგების შეთავაზება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონკურსი პროექტების წერაში და ონლაინ კონფერენცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. კონკურსის 4 გამარჯვებულს, განსხვავებული რეგიონიდან გადაეცემათ პრიზები.თუ გაქვს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, ხარ 16-24 წლამდე და გსურს, ისწავლო, როგორ გამოიყენო არსებული შესაძლებლობები შენი უკეთესი მომავლისათვის, შეავსე სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3dEnbeE