2020 წლის 19 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე) 2020 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს რექტორი შეხვდა უნივერსიტეტის ღია სივრცეში და მიულოცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ჩარიცხვა, სტუდენტებს ასევე შეხვდა ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალი, მათ შორის პროგრამის ხელმძღვანელები. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს მოკლედ გააცნო სასწავლო უნივერსიტეტის მისია, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, სტუდენტთა უფლება-მოვალეობანი, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესები და სხვა აუცილებელი საკითხები.

ქვეყანაში განვითარებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წლის 19 ოქტომბრიდან განხორციელდება შერეული სწავლების ფორმით, რომელიც გულისხმობს - პირისპირ სწავლებასთან ერთად დისტანციურად/ონლაინ სწავლებას. სტუდენტები სასწავლო ცხრილების, მასწავლებლების, სასწავლო პლატფორმის გაცნობის შემდგომ თეორიული სწავლების ნაწილში გააგრძელებენ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტებისა და სწავლის შედეგების შესასრულებლად გამოცხადდებიან სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ან/და პრაქტიკის ობიექტზე. უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო პროცესის განხორციელება დაგეგმილია სტუდენტთა რაოდენობის მართვით, დისტანციის დაცვით, სანიტარული შესვენებით, შუალედებითა და სხვა აუცილებელი რეკომენდაციების დაცვით.

სტუდენტებს სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, უსურვებს წარმატებას და რაც მთავარია ჯანმრთელობას!!!

         122025261_1089408334846036_5150305570072780192_nf.jpg  122058176_684972215464358_8548828468446281099_n.jpg