ახალგაზრდობის სააგენტო და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში აცხადებს 15 - 29 წლის ახალაგზრდების მიღებას კლუბში.

ახალგაზრდული კლუბი იფუნქციონირებს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე.

ახალგაზრდული კლუბის მიზანია ახალგაზრდებში იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დახმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების სრულფასოვნად მონაწილეობისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

• კლუბების წევრების ასაკი: 15 - 29 წელი

• კლუბის ხანგრძლივობა: 6 თვე

• კლუბის წევრობა უფასოა!

კლუბის შეხვედრებს გაუძღვებიან ახალაგზრდული მუშაკები - თინათინ ქორთუა, ლალი გამისონია, ნანა შედანია და სალომე გუგუჩია.

კლუბში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზდას.

თქვენ გელოდებათ:

• კვირაში ორჯერ წინასწარ გამოყოფილ სივრცეში (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე) თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობა;

• საინტერესო ტრენინგები და სხვადასხვა სახალისო გუნდური სავარჯიშოები;

• სასწავლო მიმართულებების მიხედვით სოციალური პროექტები;

• შეხვედრები სხვადასხვა სფეროს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან;

• დისკუსია/დებატები აქტუალურ საკითხებზე;

• კლუბის ლიდერებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად თქვენთვის საინტერესო სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

შემოუერთდი კლუბს! შენ გელოდება საინტერესო თავგადასავლები!

განაცხადები მიიღება 2020 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.

აპლიკაციის სანახავად იხილეთ ქვემოთ მოცეუმული ბმული:

https://docs.google.com/forms/d/1pUkA5oVIGCRot7AM3kFS3OfVk4BSLPDX5wmIwpUmf00/edit?fbclid=IwAR2KE6CdwZbhw1XBdH8o063uqI6iW7Ph1FsDzOsXeXn48y1BU4ws0XtnrTw