თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (კოორდინატორი K. Fountoulakis) და მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაცია ერთობლივად ხელმძღვანელობენ კვლევას, რომლის მიზანია კოვიდ-19-ის პანდემიის სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზაგავლენის შეფასება. კვლევის კოორდინატორებმა საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციას მიმართეს საქართველოში სტუდენტების გამოკითხვის პროცესში დახმარების თხოვნით. საქართველოს მასშტებით საჭიროა დაახლოებით 1000-1500 სტუდენტის პასუხის მიღება. კვლევაში ჩართვა მარტივია, საჭიროა მხოლოდ კითხვარის შევსება (კითხვარი შეეხება პანდემიისა და იზოლაციის დროს სტუდენტების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს და მათ ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობას). კითხვარი საკმაოდ გრძელია და შევსება მოითხოვს დაახლოებით 20 წუთს. მონაწილეობა არის სრულიად ანონიმური, კონფიდენციალობა სრულიად დაცულია.

კითხვარი მოწოდებულია Google document-ის ფორმატით. იხილეთ: ქართულად: https://forms.gle/9sTrV2Fwh5geW1138

ინგლისურად (უცხოელი სტუდენტებისთვის): https://forms.gle/uVAcvYfcEXvSGJsYA