სოციალური ინოვაციების კონკურსი რომელიც საინტერესო შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის. სოციალური ინოვაციების პლატფორმა  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)-ის  ახალი ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER. პროექტის მიზანია სოციალური ინოვაციების, სოციალური მეწარმობის და სოციალური საწარმოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა.პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სოციალური ინოვაციების შესახებ  კონკურსის გამოცხადება და მისი ჩატარება. კონკური მიმართულია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების (21-დან-35 წლამდე) მხარდაჭერისკენ.  კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემის გაძლიერება და გარემოსდაცვა. კონკურსის იდეა უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ საკითხებს, იყოს მდგრადი და ემსახურებოდეს სოციალური პრობლემების გადაჭრას. კონკურში გაიმარჯვებს 5 იდეა და თითოეული დაფინანსდება 30 000 ლარით. კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, კონკურსის ისეთი დეტალები, როგორიცაა კონკურსის მიზანი, პრიორიტეტული მიმართულებები, სამიზნე ჯგუფი, განაცხადისფორმა,  ჟიური და ა.შ. იხილეთ ბმულზე: https://socialinnovation.ge/competition-2-2/ .  სოციალური ინოვაციებთან დაკავშირებულ ბლოგების კონკურსს, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ბლოგების კონკურსის დეტალები იხილეთ  ბმულზე: https://bit.ly/341CpWA

პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობას.   ონლაინ თვითმართულ კურსზე "სოციალური ინოვაცია ცვლილებებისთვის" ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის ახალი უნარების შეძენისა და თვალსაწიერის გაფართოების კუთხით. კურსის ფარგლებში გაეცნობიან ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა:

  • ინოვაციის განმარტება, მის საზღვრები, დიფუზია და სასიცოცხლო ციკლი;
  •  სოციალური მეწარმეობის ფენომენი და სამეწარმეო როლი;
  •  ცვლილებების თეორიის კონცეფცია და შედეგების ჯაჭვი.

იმისთვის, რომ კურსი გაიარონ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ონალინ პლატფორმაზე: www.ctconline.ge.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ონლაინ სერთიფიკატი.