შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  უნივერსიტეტი 2020 წლის 4 ნოემბრიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:  საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

1. სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ასოცირებული პროფესორი (სისხლის სამართლი, საჯარო სამართლი, საკონსტიტუციო სამართალი ) - 3 საშტატო ერთეული;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

2. გასაუბრება.

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2020 წლის 7 დეკემბრიდან 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 22 დეკემბერს (საბუთების განხილვა), 2020 წლის 25 დეკემბერს (გასაუბრება).