2020 წლის 3 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სესია გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის და ბილფილდის უნივერსიტეტის სოციალური მუშაკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა. პირველი შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის და მოხდა კულტურათაშორისი კომპეტენციების გაზიარება. სამი თვის განმავლობაში, ქართველი და გერმანელი სტუდენტები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას კურსის განხორციელებაში, რომელიც შეეხება კოგნიტურ ქცევით თერაპიას. კურსის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას

          .IMG_1621.jpeg  IMG_1623.jpeg