შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2020 წლის 10 დეკემბრიდან აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

    კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.   

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი (პროფესორი/ასცირებული პროფესორი),  რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4  წლის გამოცდილება და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5  წლის გამოცდილება.

გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

 კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4.სამოქმედო გეგმა.

5. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

6. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

7.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

8. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

9.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

10. ორი ფოტოსურათი.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 25 იანვრის    ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა) .     კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 27 იანვარს  (საბუთების განხილვა), 28 იანვარს (გასაუბრება).