იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, UN Women-ის მხარდაჭერით, აცხადებს ესეების კონკურსს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. პროექტით მხარეები უერთდებიან 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის, ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
პროექტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება.
პროექტი შედგება 5 ეტაპისგან:
I. სარეგისტრაციო ფორმის შევსება
II. ტრენინგი “ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა”
III. ესეების წარმოდგენა
IV. კონფერენციის მონაწილე 5 საუკეთესო სტუდენტის შერჩევა
V. ონლაინ კონფერენცია - გამარჯვებულის გამოვლენა
პროექტში რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს - http://tcj.gov.ge/ka/news/561/
პროექტში რეგისტრაცია სრულდება ხვალ, 11 დეკემბერს 23:59 სთ-ზე.