8 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების პროგრამის სარესტორნო საქმის სპეციალობის სტუდენტები თავიანთი მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდნენ მზრუნველობა მოკლებულებს ზუგდიდის "მზრუნველობა მოკლებულთა სასადილოში". საქველმოქმედო აქცია ჩატარდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატის და გაეროს განვითარების პროგამის მხარდაჭერით.სასწავლო უნივერსიტეტი მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.