შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლიდან თანამშრომლობს ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან“, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განსახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,დეკორატიული მებაღეობის“ შემუშავებისა და განხორციელების ფარგლებში. დუალური მიდგომით სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ორ ადგილზე. თეორიული სწავლება ხორციელდება უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკული სწავლება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში. ურთიერთანამშრომლობის მიზანია საგანმანათლებლო სექტორთან ერთად შრომის ბაზრისთვის მიწოდებულ იქნეს კონკურენტუნარიანი კადრები მებაღეობაში. ბოტანიკურმა ბაღმა პრაქტიკის მიზნით უკვე მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი, რომლებიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებასთან ერთად მიიღებენ სტიპენდიას. პირველ სამუშაო დღეს სტუდენტებს მათი ფუნქცია-მოვალეობები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა - ზვიად ქარჩავამ, მათი პროგრამის ხელმძღვანელთან, მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსთან - ლარისა თირქიასთან ერთად გააცნო.

              168265170_3812072238906630_5738388546977751497_n_0.jpg 168042559_503103147357421_2522800582360281892_n_0.jpg

             168005469_3469048683201442_4136513737957432354_n_0.jpg 167598143_235029631696250_1453598474397879845_n_0.jpg