შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება საარჩევნო სამართლის საზაფხულო სკოლა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: არჩევნების როლი სამართლებრივ სახელმწიფოში; საარჩევნო უფლების საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი სტანდარტები; სამართლიანი არჩევნების დანიშნულება და მნიშვნელობა ხელისუფლების ლეგიტიმაციის ჯაჭვის უწყვეტობისათვის; არჩევნების სამართლებრივი პრინციპები; თანამედროვე პარტიული და საარჩევნო სისტემების ურთიერთმიმართება მმართველობის სისტემის ფუნქციონირების ჭრილში; საარჩევნო ადმინისტრაცია, საქართველოს საარჩენო ადმინისტრაცია და მისი უფლებამოსილებები; საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები; საარჩევნო კამპანია და აგიტაცია, არჩევნების დაფინანსება; არჩევნების მონიტორინგი და მედია; კენჭისყრა და არჩევნების შედეგების დადგენა; პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის, საარჩევნო დავების განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში; პრეზიდენტის არჩევნების წესები და მეგა იურიდიული ფაქტორები თანამედროვე სახელმწიფო მოწყობის სისტემებში; პარლამენტის პალატების ფორმირების წესები და საქართველოს პარლამენტის არჩევნების წესი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები; რეფერენდუმი და პლებიცისტი; სახალხო გამოკითხვა და გამოწვევის ინსტიტუტი; სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა. ლექციებს გაუძღვება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ზურაბ ჯიბღაშვილი. საზაფხულო სკოლა გაიმართება ონლაინ,Google Meet პლატფორმის მეშვეობით. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესი განხორციელდება 19 ივლისი -17 აგვისტოს პერიოდში. საზაფხულო სკოლის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 9 ივლისამდე  დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/.../1FAIpQLScMjPS3dg.../viewform