სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მადლობას მოგახსენებთ მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობისათვის. რადგანაც, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, საქართველოს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ხელშეწყობა, მოგახსენებთ, რომ ფონდში დაარსდა სამეცნიერო მონიტორინგის და ეფექტიანობის შეფასების სამსახური, რომლის მიზანია მიმდინარე და დასრულებული პროგრამების/კონკურსების/პროექტების სამეცნიერო მონიტორინგისა და ეფექტიანობის შეფასება. აგრეთვე, სისტემის დახვეწის მიზნით მიღებული სრული ინფორმაციის დამუშავება, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება.

 

ზემოდასახელებული სამსახურის ფუნქციებს ესაჭიროება სამეცნიერო ექსპერტთა ბაზის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება ქართველ და უცხოელ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან. სამეცნიერო ექსპერტთა ბაზა შეიქმნება ქართველ და უცხოელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჩართვით და რეგისტრაციით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ გვერდზე გრანტების მართვის ერთიან სისტემაში GMUS.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა დარეგისტრირება კონკურსებში მონაწილეობის პროცესში ხორციელდებოდა წინა წლებშიც. მაგრამ, რადგანაც 2021 წლიდან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოხდა სამეცნიერო მიმართულებებისა და ქვემიმართულებების (კლასიფიკატორების) განახლება, რეგისტრირების პროცედურამ მიიღო განსხვავებული სახე. კერძოდ, მეცნიერთა რეგისტრაციის დროს გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS გაჩნდა ახალი შესავსები გრაფა, რომლითაც სამეცნიერო მიმართულებები და ქვემიმართულებები უფრო განახლებულ-განვრცობილი შემადგენლობით არიან წარმოდგენილნი.

 

ექსპერტობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ განაახლოთ პროფილი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში GMUS, შეავსოთ დამატებით გრაფაში - „სამეცნიერო მიმართულება (2021-2024)“ „ძირითადი მიმართულების ველები“: „მიმართულება“, “ქვემიმართულება“, „კატეგორია“ და ველში „განაცხადი ექსპერტობაზე“ მიუთითოთ - „დიახ“.