2021 წლის 5 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის’’  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებლების მიერ პროგრამით გათვალისწინებული  საწარმოო პრაქტიკისა და პრაქტიკული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციებზე მოწვეულ იქნენ  დამსაქმებლები, რომლის მიზანი იყო  პროგრამის კურსდამამთავრებლების მხრიდან უნარებისა და ცოდნის დემონსტრირების საფუძველზე  განხორციელებული პროგრამის შეფასება და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ხელშეწყობა . პრეზენტაციებს  დაესწრნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები: ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგე ხათუნა თოლორაია, ამავე დაწესებულების  მეთოდისტები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ზამირა ღადუა და ამავე სტრუქტურული ერთეულის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიგლა სულამანიძე. კურსდამამთავრებლებმა წარმოადგინეს პრაქტიკული პროექტები  პრეზენტაციების სახით, რომლებიც ასახავდა 3 თვიანი პრაქტიკის პერიოდში შესრულებულ ამოცანებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის ბაგა-ბაღ წითელქუდაში, პრაქტიკას ხელმძღვანელობდნენ ბაღის გამგე ხათუნა გოგუა და აღმზრდელი პედაგოგი მარტინა გოგუა. სტუდენტებმა მადლიერება გამოხატეს ზოგადად სასწავლო პროცესში და განსაკუთრებულად პრაქტიკის პერიოდში მიღებული ცოდნა - უნარებისთვის  და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ მიერ პროფესიის არჩევანის სისწორე. სტუმრებმა სიტყვით მიმართეს კურსდამამთავრებლებს, უსურვეს წარმატება და გამოთქვეს მზაობა პირველივე შესაძლებლობისთანავე იზრუნებენ მათ დასაქმებაზე. უნივერსიტეტი აკეთებს დიდ საქმეს - ზრდის სპეციალისტებს რეგიონში და ჩვენ ვალდებული ვართ  ვიცოდეთ, თუ  რა კვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს ფლობს  მუნიციპალიტეტი , რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი მივაწოდოთ შესაბამის სამსახურებს/ორგანიზაციებს როგორც კვალიფიციური კადრები და ამით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების დასაქმებას მუნიციპალიტეტში-აღნიშნა ზამირა ღადუამ.

         212250144_2721444348146530_6284587832467465181_n.jpg  212780956_599489417718072_338325449157838492_n.jpg

         213607844_548004553233305_1427822489488687072_n.jpg  213775277_339865864505758_1685096014506946453_n.jpg

         214501476_345294593645015_3566863590688999605_n.jpg  210568083_326624392458682_2612317070449792993_n_2.jpg