გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ა/წ/ 23 - 24 სექტემბერს მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვაზე საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში. კონფერენცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ბათუმში.

 

მიმაგრებულ ფაილებში ნახავთ დეტალურ ინფორმაციას თეზისებისა და სტუდენტების ესეების წარმოსადგენად.