2021 წლის 9 ივლისს  „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ -  „Erasmus+“-ის პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა შეხვედრა. შეხვედრაზე 11 რეგიონული უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზე შეიქმნა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად.  კონფერენციის ჩამოყალიბებაზე ხელმომწერი უნივერსიტეტებია: სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპ -ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სსიპ - გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს - კავკასიის უნივერსიტეტი, სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  შპს - ქუთაისის უნივერსიტეტი, სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივრიტეტი, სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

ხელმოწერის ცერემონია გაიმართა 9 ივლისს.  მას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობა.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.   პროექტში ასევე ჩართული არიან  4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან

   image 1.png      image 2.png   image 3.png

         image 4.png image 6.png image 7.png        image 8.pngimage 9.png image 10.png

         image 11.png image 12.png image 13.png