სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუზველზე    საბაკალავრო პროგრამებზე  ჩარიცხულ სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მსურველ  სტუდენტთა საყურადღებოდ: 

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მსურველმა  სტუდენტებმა უნდა  შეავსოთ წარმოდგენილი განცხადების ფორმა და თანდართული სათანადო დოკუმენტაციით   წარადგინოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არა უგვიანეს  2011 წლის  3 ოქტომბრისა.

განცხადების ფორმები შეგიძლიათ მიიღოთ რეგისტრაციისას.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №368 ბრძანების შესაბამისად.

დამატებითი ცნობებისთვის მიმართეთ სასწავლო–სამეცნიერო სამსახურს.